jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ურთიერთობა ჩინეთთან, მიმდინარე გლობალურ გარემოებებში, მხოლოდ გაძლიერდება.
 
„ეს თანამშრომლობა გაძლიერდება, რადგან იმ დროს, როცა დასავლეთი აშკარად ძირს უთხრის ყველა იმ საფუძველს, რომელზეც დაფუძნებულია საერთაშორისო სისტემა, რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც ორმა დიდმა ძალამ, უნდა ვიფიქროთ, როგორ ვიმოქმედოთ ამგვარ მსოფლიოში“, - განაცხადა ლავროვმა.
 
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას არ აძლევს საშუალებას დაეთანხმოს, ბოლო დღეებში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, კრემლის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს.
 
ცნობისთვის, წუხელ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდა "დაყოვნების გარეშე" ჩაერთოს უკრაინასთან მნიშვნელოვან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
731