jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირას სამი მნიშვნელოვანი სამიტია დაგეგმილი, დიდი შვიდეულის, ნატოსა და ევროკავშირის. 
 
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას და იბრძოლებს ბოლო წვეთამდე, სრული ენერგიით, რათა ამ სამიტებზე შედეგებს მიაღწიოს.
 
"დღეს ჩვენმა სამხედროებმა ისევ გაგვახარეს - ისევ ჩერნობაევკა და ისევ ოკუპანტების განადგურება. ისევ თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ჩამოგდება. ასევე, მარიუპოლში ბომბდამშენის ჩამოგდება. 
 
ყველა დაისჯება, ვინც ჩვენს ქალაქებში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავს. მინდა მივმართო ყველა პილოტს, რომელიც თავისი ხელმძღვანელობის ბრძანებებს უკრაინელი ხალხის დაბომბვასთან დაკავშირებით ასრულებს, აუცილებლად დაისჯებით, რადგან ეს დანაშაულია. დღეს დაისჯებით თუ ხვალ, დრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ეს აუცილებლად მოხდება. 
 
მადლობელი ვარ თითოეული ევროპელის, რომელიც უკრაინის სიმართლისა და მშვიდობისთვის იბრძვის და მოსკოვს ომის რეალობას აჩვენებს. 
 
მიმდინარე კვირას სამი მნიშვნელოვანი სამიტია, დიდი შვიდეულის, ნატოსა და ევროკავშირის. გველოდება ახალი სანქციები და ახალი დახმარება. გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას და ბოლომდე ვიბრძოლებთ, ბოლო წვეთამდე, სრული ენერგიით, რათა ამ სამიტებზე შედეგებს მივაღწიოთ. დავისვენებთ მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, გამარჯვება კი აუცილებლად ჩვენს მხარეს იქნება. 
 
დიდება ყველა გმირს, დიდება უკრაინას!– განაცხადა პრეზიდენტმა.
689