
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ უკრაინასთან საკითხი უკვე დახურულია და ამჯერად, პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება.
"უკრაინა- ეს უკვე დახურული საკითხია, მე პოლონეთი მაინტერესებს.
უკრაინის შემდეგ, თუ ბრძანება იქნება, ჩვენ 6 წამში ვაჩვენებთ, რა შეგვიძლია. ჯობს, უკან წაიღოთ თქვენი იარაღი და დაქირავებულები. ბოდიში მოიხადეთ ჩვენი ელჩის გამო. თქვენ ძალიან ცუდი თამაშები დაიწყეთ ჩვენს სახელმწიფოსთან", - აცხადებს რამზან კადიროვი.