jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რეგიონების ხელმძღვანელებს კრემლის მიერ სპეციალურ სამხედრო ოპერაციად წოდებული ომის მიზნები.
 
პუტინი, ამტკიცებს, რომ უკრაინაში "სამხედრო ოპერაცია" წარმატებულია და წინასწარი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
 
გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ჯარისკაცები "გმირობას იჩენენ" და ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყოს.
 
შეხვედრაში ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც მონაწილეობდა, რომელსაც პუტინმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამ ომში  ჩეჩენი სამხედროების მონაწილეობის  გამო.
 
რამზან ახმატოვიჩ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრა, რომ შენი სამხედროები, რომლებიც ჩეჩნეთიდან ოპერაციაში მონაწილეობენ, სამშობლოს წინაშე თავიანთ სამხედრო მოვალეობას უმაღლესი ღირსებით ასრულებენ," - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
 
ჩეჩნეთის მეთაურმა განაცხადა, რომ მათ ეკონომიკური სანქციების არ ეშინიათ.
 
"ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ არ გვეშინია ეკონომიკური სანქციების. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და მშვიდობას დავამყარებთ უკრაინაში, ისევე როგორც კავკასიაში, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოება. დიდი მადლობა, ჩვენ ყოველთვის შევასრულებთ ნებისმიერ ბრძანებას," - განაცხადა კადიროვმა.
 
 
 
818