
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, მაგრამ ეს უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და ასევე გატანილ უნდა იქნას რეფერენდუმზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინა ითხოვს რუსულ ენერგიაზე ემბარგოს დაწესებას, რაც უნგრეთის ეკონომიკის გაჩერებას ნიშნავს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის ყოფილმა პრემიერმა და ერთიანი რუსეთის მთავრობის ამჟამინდელმა თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევმა “რიო ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში "სპეცოპერაციის" დაწყება უშუალოდ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაა და ის, ამ საკითხზე შეფასებებს აღარ გააკეთებს.

უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქები, პოლტავკა და მალინივკი ოკუპაციისგან გაათავისუფლეს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ოკუპანტები „დონბასის გათავისუფლებაზე“ კონცენტრირდნენ, რუსული ჯარები ვერ დაიკავებენ კიევს, ხარკოვსა და ოდესას.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში უკრაინის სამხედრო ტექნიკით დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, უკრაინელებს არ შეუძლიათ იარაღით ჩამოაგდონ თვითმფრინავები, ხოლო მარიუპოლი ტანკების გარეშე დაიხსნან ალყიდან.

ვოლოდიმირ ზელენსკის მორიგი მიმართვა ომის 31-ე დღეს - უკრაინის პრეზიდენტი ტრადიციისამებრ თავისი ქვეყნის და და ხალხის მისალმებით იწყებს ვიდეომიმართვას და აღნიშნავს იმ დეტალებს, რომელიც უკრაინელი ხალხის თავგანწირვაზე და შეუპოვრობაზე მეტყველებს.

ხარკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის ბირთვული კვლევითი რეაქტორი რუსმა სამხედროებმა დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესხებ უკრაინული მედია ავრცელებს.

თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის ვარშავაში გაკეთებულ განცხადების შესახებ განმარტებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენს არ მოუთხოვია რუსეთში რეჟიმის ცვლილება, როდესაც განაცხადა, რომ - “რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში”.

ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლვოვში რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ნავთობის ბაზა და ქარხანა დაზიანდა. როგორც ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ კოზიცკი აცხადებს, რუსეთის დარტყმების შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა.