
უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ნებართვა მისცა, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი აშშ-ის ორ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

ჯასტინ ტრუდომ მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებას პირდაპირ ესაუბრა ვლადიმერ პუტინთან და განაცხადა, რომ ომის დასრულება რუსეთის პრეზიდენტთან გარკვეულ ჩართულობას მოითხოვს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

შოლცმა მითხრა, რომ პუტინთან დარეკვას აპირებდა, მისი ზარი „პანდორას ყუთია“, „მინსკი-3“ არ იქნება - რეალური მშვიდობა გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ამ მომენტისთვის უკრაინის ნატო-ში მიწვევის წინააღმდეგია და ეს საკითხი ახლა დღის წესრიგშიც კი არ დგას.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდა და უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ გააცნო.

ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს - ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი, ასევე, საქართველოში მშვიდობის ფასია - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა არ იცის, როგორ შეაჩეროს ომი უკრაინაში.