

გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სია მოიცავს უკრაინისთვის გამოყოფილი ლეტალური და არალეტალური სამხედრო დახმარების ჩამონათვალს, მათ შორის შეიარაღებას, საბრძოლო მასალებს, საწვავს, სამედიცინო საშუალებებს, აღჭურვილობას, კარვებს და სხვა ტექნიკას.

უკრაინა ახლა არა მხოლოდ ნერგავს ნატო-ს სტანდარტებს, არამედ მას შეუძლია, ახალი სტანდარტების შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.


უკრაინელებმა ხერსონის ოლქში, ნოვაია კახოვკაში რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს.




უკრაინა კანადას მოუწოდებს, გააუქმოს გერმანიისთვის ბუნებრივი აირის ტურბინის დაბრუნების გადაწყვეტილება
უკრაინის ენერგეტიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება და გამოთქვეს ღრმა შეშფოთება კანადის გადაწყვეტილებაზე, გერმანიას დაუბრუნოს ბუნებრივი აირის ტურბინა, რომელიც მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის სრული დატვირთვით ასამუშავებლად არის განკუთვნილი.
