2025 წლის 10 თვეში კომერციული ბანკები და მიკრობანკები 2.690 მლრდ ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს.
ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ ერთ თვეში {სექტემბერში} 282 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 101 მლნ ლარით. სებ-ის სტატისტიკით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ბანკების მოგებამ 2.589 მლრდ ლარი შეადგინა. (საგულისხმოა ისიც, რომ 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის მოგების მაჩვენებელი მხოლოდ კომერციული ბანკების მონაცემებს შეიცავს და სტატისტიკაში არ შედის 2 მიკრობანკი).
ამასთან, ბანკებს შორის ყველაზე მეტი მოგება კვლავ “საქართველოს ბანკმა” მიიღო, ყველაზე ზარალიანი კი ეს 10 თვე “ვი-თი-ბი ბანკისთვის” აღმოჩნდა.
უფრო კონკრეტულად, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 10 თვეში მოგება ასე გადანაწილდა:
„საქართველოს ბანკი“ – 1 346 209 775ლარი;
„თიბისი ბანკი“ – 1 011 258 437 ლარი;
ლიბერთი ბანკი“ – 105 186 974 ლარი;
„ბაზისბანკი“ – 88 065 912 ლარი;
„კრედო ბანკი“ – 73 903 798 ლარი;
„ქართუ ბანკი“ – 35 658 328 ლარი;
„ტერა ბანკი“ - 25 004 227 ლარი;
„პროკრედიტ ბანკი“ – 25 292 257 ლარი;
„ხალიკ ბანკი“ – 16 168 163 ლარი;
მიკრობანკი „კრისტალი“ – 14 090 173 ლარი;
„იშ ბანკი საქართველო“ – 12 280 307 ლარი;
მიკრობანკი „ემ-ბი-სი“ – 6 370 675 ლარი
„ზირაათ ბანკი საქართველო“ – 5 710 683 ლარი;
„პაშა ბანკი საქართველო“ – 1 588 724 ლარი;
„პეივ ბანკი“ – 1 010 243 ლარი.
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, წელს იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით ასე გამოიყურება:
„ვითიბი ბანკი“ – 47 631 116 ლარი;
„სილქ ბანკი“ – 19 707 289 ლარი;
„ჰეშ ბანკი“ – 9 125 752 ლარი;
„პეისერა ბანკი საქართველო“ – 1 170 568 ლარი.
ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.