jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და მან $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში კი FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია. 
 
საქსტატის მონაცემებით, ინვესტიციების შემცირება ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში შეიმჩნევა, გარდა საფინანსო სექტორისა, რაც სავარაუდოდ ბანკების მიერ წლის განმავლობაში მოზიდულ სესხებს უკავშირდება. თავის რეინვესტიციებმა წლის მესამე კვარტალში $133 მილიონი დოლარი შეადგინა, კომპანიების მხრიდან საგარეო საკრედიტო ვალდებულებების აღება კი $71.7 მილიონი იყო.
 
საფინანსო სექტორში ინვესტიციებმა 20%-ით იმატა და მან 2020 წლის მესამე კვარტალში $128 მილიონი დოლარი შეადგინა.
 
საქსტატის თანახმად, ენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციები 58%-ით შემცირდა და $37 მილიონი დოლარი შეადგინა. დამამუშავებელ მრეწველობაში კლება 27% იყო და ინვესტიციებმა $36.6 მილიონი შეადგინა, ხოლო უძრავ ქონებაში კი FDI 44%-ით შემცირდა და $20.6 მილიონი დოლარი შეადგინა. 
 
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილეს ქვეყნებს წარმოადგენენ გაერთიანებული სამეფო 117.7 მლნ. აშშ დოლარით (ზრდა 45%), ნიდერლანდი 79.3 მლნ. აშშ დოლარით (ზრდა 50%) და აშშ 24.2 მლნ. აშშ დოლარით (კლება 35%).
 
FDI-ის სტატისტიკაში მოხვდა პანამის ოფშორული ზონაც, რომელსაც მსხვილი ქართული კომპანიები რეინვესტიციებისთვის იყენებენ. პანამის მსგავსად ქართული კომპანიები რეინვესტიციებისთვის იყენებენ ლუქსემბურგს, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებსაც.
2091