jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1,594 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 24 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. უწყების ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების შემცირება.

რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით,სააქციო კაპიტალის მოცულობამ 1,173.1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 68.3 პროცენტით აღემატება, ხოლო რეინვესტიციამ 1,279 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია. სავალო ვალდებულებები კი 857.5 მლნ დოლარით შემცირდა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორ ქვეყნად კვლავ გაერთიანებული სამეფო რჩება, საიდანაც შარშან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 392 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა - ნიდერლანდები - 360.5 მლნ დოლარით, სამეულშია თურქეთი - 168.8 მლნ დოლარით.

შესაბამისად, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, 57.8 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 24.6 პროცენტით, მეორეზე - ნიდერლანდები 22.6 პროცენტით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 10.6 პროცენტით.
invest 1710140828
screenshot 1 1710140928

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2023 წელს 66.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 630.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 291.7 მლნ აშშ დოლარით (18.3პროცენტი), ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი 138.2 მლნ აშშ დოლარით (8.7 პროცენტი) - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

159