jan-medi
ავერსი გოლდენ ბრენდი

2024 წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 1 მილიარდ 850 მილიონ ლარზე მეტი მიიმართებ.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 2024 წელს მიიმართება 1 მილიარდ 850 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 400 მილიონი ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლებიდან დაფინანსდება 450 მილიონი ლარის პროექტები, მათ შორის:

  • რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში დამატებით 130 მილიონი ლარი გამოიყო და ჯამურად, ფონდის მოცულობა 580 მილიონ ლარს შეადგენს;
  • თბილისის კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე მიიმართება 557 მლნ ლარი;
  • მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროექტებზე მიიმართება 243 მილიონ ლარამდე;
  • მაღალმთიანი დასახლებების ფონდის ფარგლებში მიიმართება 20 მლნ ლარი.

მინისტრის თქმით, 2024 წელს, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე 582 მლნ ლარი მიიმართება.

ამ დროისათვის, მიმდინარეობს 3 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტებზე მუშაობა 172 ლოკაციაზე, მათ შორის, 22 ქალაქში. 2024 წელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება დამატებით 5 ქალაქს.

„ასევე, მნიშვნელოვანია, საკურორტო ზონების სამომავლო განვითარებასთან ერთად, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის შესაბამისი განვითარება და ამ მიმართულებებით, გაგრძელდება სამუშაოები მთავრობის გაცხადებული გეგმის შესაბამისად“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისივე განცხადებით, 2024 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით 1.9 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. მისი თქმით, 2024 წელს განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 135 კმ-ის მშენებლობა, მათ შორის, მოძრაობა გაიხსნება ჩუმათელეთი-ზესტაფონის (ე.წ. რიკოთის) მონაკვეთზე, რისთვისაც გათვალისწინებულია 365 მლნ ლარი, 150 მლნ ლარზე მეტი მიიმართება სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებაზე, ასევე, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება კახეთის მიმართულებით (თბილისი-საგარეჯო და ბაკურციხე-წნორის მიმართულებაზე), რაზეც მიიმართება 320 მლნ ლარი;

ქვეშეთი-კობის მიმართულებით, 2024 წელს მიიმართება 250 მლნ ლარი, მათ შორის, დასრულდება 9 კმ სიგრძის გვირაბის გაბურღვითი სამუშაოები, საიდანაც დღეის მდგომარეობით, აღნიშნული სამუშაოები დასრულებულია 8 კმ-მდე მონაკვეთზე;

2024 წელს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 900 კმ-მდე გზაზე, საიდანაც დასრულდება 400 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია.

165