
გასულ წელს შემოწმებული ფულის (ლარი, დოლარი, ევრო, სხვა ვალუტები) თითქმის 60% ყალბი აღმოჩნდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
კერძოდ, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ექსპერტიზა 11 014 ერთეულ ფულის საეჭვო ნიშანზე ჩატარდა, საიდანაც 59.7% ანუ 6 574 ყალბი აღმოჩნდა,3 604 - ნამდვილი, ხოლო 836 ერთეულ ფულის ნიშანზე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არგადახდადი იყო.
გასული წლის განმავლობაში გრძელდებოდა ფულის ნიშნების ექსპერტიზის სამუშაოები. კერძოდ, ექსპერტიზა ჩატარდა კომერციული ბანკებიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდან, 257 მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან და ფიზიკური პირების მიერ შემოტანილ 11 014 ცალ საეჭვო ფულის ნიშანზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის თანახმად, ლარის ყალბი ბანკნოტები/მონეტებიდან ყველაზე დიდი წილი 50-თეთრიან მონეტებზე მოდის, მეორე ადგილზეა ერთ-ლარიანი მონეტები და სამეულში შედის 100-ლარიანი ბანკნოტები:
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით შემცირდა 38.9 პროცენტით. ყალბი დოლარების ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 3.8 პროცენტით, ხოლო ყალბი ევროს ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 42.5 პროცენტით. აგრეთვე, სხვა ყალბი უცხოური ვალუტა გაიზარდა 4.9-ჯერ.
რაც შეეხება ყალბი ლარის მონეტების რაოდენობას, 2023 წელთან შედარებით გაიზარდა 9.7-ჯერ“, - წერია ანგარიშში.