gorgia
ავერსი legi

2026 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა (მიკრობანკებმა) 894.341 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს.

სებ-ის სტატისტიკით, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 146 მლნ ლარით, 19.5%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მარტში ბანკების მოგება 748.282 მლნ ლარი იყო.

რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2026 წლის 2 თვეში ყველაზე მეტი მოგება კვლავ „საქართველოს ბანკმა” მიიღო, ყველაზე ზარალიანი კი „სილქ ბანკი“ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომერციულ ბანკების მთლიანი მოგების 87% მხოლოდ 2 ბანკზე - „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ მოდის.

უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში ბანკების/მიკრობანკების მოგება ასე გადანაწილდა:

„საქართველოს ბანკი“ – 447 526 415 ლარი;
„თიბისი ბანკი“ – 330 303 367 ლარი;
ლიბერთი ბანკი“ – 32 400 773 ლარი;
„ბაზისბანკი“ – 28 167 580 ლარი;
„კრედო ბანკი“ – 20 854 349 ლარი;
„პროკრედიტ ბანკი“ – 9 601 116 ლარი;
„ტერა ბანკი“ – 7 987 643 ლარი;
„ხალიკ ბანკი“ – 6 051 004 ლარი;
„ქართუ ბანკი“ – 5 965 653 ლარი;
მიკრობანკი „კრისტალი“ – 4 889 077 ლარი;
„პაშა ბანკი საქართველო“ – 4 074 193 ლარი;
„იშ ბანკ“ – 4 016 817 ლარი;
„პეივ ბანკი“ – 2 627 574 ლარი;
„ზირაათ ბანკი საქართველო“ – 1 696 843 ლარი;
მიკრობანკი „ემ-ბი-სი“ – 954 938 ლარი
რაც შეეხება 2026 წლის 2 თვეში ზარალიან ბანკებს, მონაცემები ასე გამოიყურება:

„სილქ ბანკი“ – 6 245 942 ლარის ზარალი;
„ვითიბი ბანკი“ – 3 251 607 ლარის ზარალი;
„ჰეშ ბანკი“ – 2 737 659 ლარის ზარალი;
„პეისერა ბანკი საქართველო“ – 540 886 ლარის ზარალი.
ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.

69