2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის მოცულობამ 8.23 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2025 წლის ჭრილში საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 796 მილიონი ლარი იყო, ხოლო საპენსიო ფონდში განხორციელებული წმინდა შენატანები 1.37 მილიარდი ლარი.
„რაც შეეხება საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის შედეგებს, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის მოცულობამ 8.23 მილიარდი ლარი შეადგინა. 2025 წლის ჭრილში საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 796 მილიონი ლარი იყო, ხოლო საპენსიო ფონდში განხორციელებული წმინდა შენატანები 1.37 მილიარდი ლარი. რაც შეეხება ინდივიდუალური პორტფელების მიხედვით 2025 წლის ამონაგებს, კონსერვატიული პორტფელისთვის რეალური ამონაგები იყო 7.53%, დაბალანსებული პორტფელისთვის 8.97%, ხოლო დინამიკურისთვის 10.78%”,- ნათქვამია ანგარიშში.