jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. სებ-ის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.5876-დან 2.5244-მდე, ანუ 2.4%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.7646-დან 2.7663-მდე, ანუ 0.1%-ით გაუფასურდა.

„აპრილში გაცვლითი კურსის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები საშუალო დონიდან თითქმის თანაბრად იყო გადახრილი. აპრილში დოლართან მიმართებაში შესამჩნევია ევროს და ლარის გამყარება, მცირედით გამყარდა სომხური დრამიც. თურქული ლირა და რუსული რუბლი გაუფასურდა, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები გამყარებას განაგრძობს.

„აპრილში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 18.7%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 30.2%- ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, აპრილში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.8%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.3%-ით გამყარდა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სავაჭრო პარტნიორთაგან აპრილში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ევროზონაში, აშშ-ში, ბელარუსსა და სომხეთში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი – რუსეთში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციებში კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

261