jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა.

„2023 წლის 6 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნული ბანკმა გასაყიდად გამოიტანა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 44 900 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6716 შეადგინა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, სავალუტო აუქციონის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით.

2023 წელს ეს მეხუთე აუქციონია, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად თანხა გამოიტანა. ჯამურად, 2023 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 126 750 000 აშშ დოლარი გაყიდა.

240