jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომას 20 დეკემბერს გამართავს, სადაც გადაწყდება, შემცირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი.  როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, მედიასთან განმარტავს, ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი საშუალებას იძლევა, რომ მონეტარული პოლიტიკა კვლავ შემსუბუქდეს.

“ბოლო თვეების სტატისტიკა ნათლად ცხადყოფს, რომ პოლიტიკა, რომელიც მიმართული იყო ინფლაციის მოთოკვისკენ, იყო სწორი და ეფექტური. ვგულისხმობ როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას, ასევე მთავრობის ანტი-ინფლაციურ პოლიტიკას, მათ შორის საბიუჯეტო კონსოლიდაციას და კონკურენციის წახალისებისკენ მიმართულ ღონისძიებებს.

ბოლო რამდენიმე თვეა, მართლაც დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი გვაქვს. ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე ჩვენი 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელია. ეს გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, რომ გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა ფხიზლად და ზომიერი ნაბიჯებით, ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება. ეს ნაბიჯი ქვეყანაში ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას იძლევა, რათა იმ ადამიანებს, ვისაც ლარში აქვთ სესხი აღებული, სესხის პროცენტი შევუმციროთ”, - აცხადებს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, ნოემბრის თვეში ინფლაციამ 0.1% შეადგინა, რაც ოქტომბერთან შედარებით 0.2%-ით შემცირებულია.

298