jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ამბობს, რომ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონონი, რომელიც პარტიებისთვის  დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს, აქამდეც მისაღები იყო და “მადლიერია”, რომ ამის მიღება ახლა ხდება.
 
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, “ზარმაცობენ” და ბიუჯეტიდან მათ ხელფასები არ უნდა ერიცხებოდეთ.
 
“ეს[პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი] მაინც და მაინც ვიღაც, რომ ქუჩაში ყვირის, იმას არ ეხება, ეს ჩვენც გვეხება. თუ იქნება უპასუხისმგებლო დეპუტატი, რომელიც დეპუტატი გახდება, ის კი არა ქუჩაში დარჩება - არ მინდა დეპუტატობაო და უღალატებს საკუთარ ამომრჩეველს. თუ გადავწყვეტთ, რომ ვიზარმაცოთ არ უნდა ვიმსახურებდეთ ხელფასს. ამაში ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. ხაზინამ ხელფასი არ უნდა გასცეს იმისთვის, ვინც არ საქმიანობს და ზარმაცობს. იმიტომ, ეს ხალხის ფულია”, -  განაცხადა წულუკიანმა.
 
საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.
 
კანონპროექტით, პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.
 
2662