jan-medi
ავერსი შნაიდერი

 პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო.

კანონპროექტით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება და განიმარტება ახალი ტერმინი „გონივრული საფუძველი“.

კანონპროექტის თანახმად, სამთავრობო კომისია გადაწყვეტილებების მიღებისას გაითვალისწინებს ყადაღისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებებს. გარდა ამისა, წესრიგდება გაერო-ს სანქციების კომიტეტისადმი ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსადმი მიმართვასთან დაკავშირებული საკითხები.

საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით შესრულდება MONEYVAL-ის მიერ 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული, საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მოქმედი სისტემის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში მოცემული შეფასებები და რეკომენდაციები, რაც შესაძლებელს გახდის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების პროცესი მაქსიმალურად დაუახლოვდეს FATF-ის სტანდარტებს.

266