
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, 2025 წლის 12 აგვისტოს, 11.1-წლიანი 30 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
ანალიზის თანახმად, მოთხოვნა 2.3-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.009 პპ-ით გაიზარდა და 9.76% შეადგინა.
ამასთან, ფინანსთა სამინისტრომ, 2025 წლის 12 აგვისტოს, 1-წლიანი 20 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა.
მოთხოვნა 2.4-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.201 პპ-ით გაიზარდა და 7.339% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2025 წლის 19 აგვისტოს, სადაც 8.9-წლიანი 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაიყიდება.