global distribution
გარე ავეჯი

2025 წლის 9 თვეში კომერციული ბანკები და მიკრობანკები 2.408 მლრდ ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს.

ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ ერთ თვეში {სექტემბერში} 273 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 107 მლნ ლარით.

სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 8 თვეში საფინანსო სექტორმა 2.135 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღო, 2024 წლის 9 თვეში კი 2.301 მლრდ ლარი.

ამასთან, ბანკებს შორის ყველაზე მეტი მოგება კვლავ “საქართველოს ბანკმა” მიიღო, ყველაზე ზარალიანი კი ეს 9 თვე “ვი-თი-ბი ბანკისთვის” აღმოჩნდა.

უფრო კონკრეტულად, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 9 თვეში მოგება ასე გადანაწილდა:

„საქართველოს ბანკი“ – 1 207 535 564 ლარი;
„თიბისი ბანკი“ – 904 378 57 ლარი;
ლიბერთი ბანკი“ – 94 544 554 ლარი;
„ბაზისბანკი“ 79 369 051ლარი;
„კრედო ბანკი“ – 64 471 483 ლარი;
„ქართუ ბანკი“ -31 943 318 ლარი;
ტერა ბანკი - 22 401 173 ლარი;
„პროკრედიტ ბანკი“ – 21 837 950 ლარი;
„ხალიკ ბანკი“ – 14 014 145 ლარი;
მიკრობანკი „კრისტალი“ – 12 258 860 ლარი;
„იშ ბანკი საქართველო“ –11 567 286ლარი;
მიკრობანკი „ემ-ბი-სი“ -5 789 520 ლარი
„ზირაათ ბანკი საქართველო“ –4 730 293ლარი;
„პაშა ბანკი საქართველო“ – 1 156 179 ლარი;
„პეივ ბანკი“ - 805 163 ლარი.
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, წელს იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

„ვითიბი ბანკი“ – 41 159 672 ლარი;
„სილქ ბანკი“ – 17 369 905 ლარი;
„ჰეშ ბანკი“ – 8 272 642 ლარი;
„პეისერა ბანკი საქართველო“ – 1 037 889 ლარი.
ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.

112