
2025 წლის მაისის მდგომარეობით კომერციული ბანკები და მიკრობანკები 1 272 865 000 ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ, რაც აპრილის მონაცემებთან შედარებით 268.2 მლნ ლარით მეტია. კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, საფინანსო სექტორმა იანვარ-აპრილში 1.004 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს.
სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 5 თვეში ზარალზე 5 ბანკი გავიდა.
ბანკები, რომლებიც 2025 წლის 5 თვეში მოგებაზე გავიდნენ:
„საქართველოს ბანკი“ – 655.849 მლნ ლარი;
„თიბისი ბანკი“ – 485.715 მლნ ლარი;
ლიბერთი ბანკი“ – 51.493 მლნ ლარი;
„ბაზისბანკი“ – 40.267 მლნ ლარი;
„კრედო ბანკი“ – 31.633 მლნ ლარი;
„ქართუ ბანკი“ – 18.208 მლნ ლარი;
„პროკრედიტ ბანკი“ – 12.623 მლნ ლარი;
„ტერა ბანკი“ – 10.949 მლნ ლარი;
„ხალიკ ბანკი“ – 6.789 მლნ ლარი;
მიკრობანკი „კრისტალი“ –6.240 მლნ ლარი;
„იშ ბანკი საქართველო“ – 6.057 მლნ ლარი;
„ზირაათ ბანკი საქართველო“ – 2.201 მლნ ლარი;
მიკრობანკი „ემ-ბი-სი“ - 1.013 მლნ ლარი
„პაშა ბანკი საქართველო“ - 119 ათასი ლარი
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, წელს იანვარ-მაისის მდგომარეობით ასე გამოიყურება:
„ვითიბი ბანკი“ – 43.215 მლნ ლარი;
„სილქ ბანკი“ – 8.907 მლნ ლარი;
„ჰეშ ბანკი“ – 3.735 მლნ ლარი;
„პეისერა ბანკი საქართველო“ – 362 ათასი ლარი;
„პეივ ბანკ ჯორჯია“ - 72 ათასი ლარი.
ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.