საქართველოში გაცემული სესხების 44.3% 1 000 ლარამდე კრედიტებზე მოდის, ხოლო 1 მილიონ ლარზე მეტის კრედიტი მხოლოდ 2 110 მსესხებელს აქვს აღებული - ამაზე მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემები.
უფრო კონკრეტულად, სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკის მიხედვით (სესხები მოცულობის დიაპაზონის მიხედვით), 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს საფინანსო სექტორს გაცემული აქვს 4 173 110 სესხი, ჯამში 45.745 მლრდ ლარის მოცულობის. აქედან ყველაზე მეტი რაოდენობრივად 1000 ლარამდე კრედიტებზე მოდის. 0-დან 1000 ლარამდე სესხების რაოდენობა 1 850 630-ს შეადგენს, მთლიანი თანხის მოცულობა კი 662.2 მლნ ლარს.
- 0-დან 1000 ლარამდე - 662.2 მლნ ლარის 1 850 630 სესხი
- 1000.01-დან 5 000 ლარამდე - 3.066 მლრდ ლარის 1 248 290 სესხი
- 5 000.01 დან 25 000 ლარამდე - 8.505 მლრდ ლარის 749 870 სესხი
- 25 000.01-დან 100 000 ლარამდე - 11.987 მლრდ ლარის 251 910 სესხი
- 100 000.01-დან 1 მილიონ ლარამდე - 13.902 მლრდ ლარის 70 310 სესხი
- 1 000 000.01 ლარი და მეტი - 7.621 მლრდ ლარის 2 110 სესხი