jan-medi
ავერსი ART WINDOWS

 2 ივნისს ჰოლიდეი ინნ-ში საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა ბიზნეს მედიასთან გამართა. ტრადიციული Შეხვედრების ფორმატში, საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ მოწვეულ სტუმრებს გააცნო საპენსიო სააგენტოს სამუშაო პროცესი, საინვესტიციო შედეგები და სამომავლო გეგმები.

გოგა მელიქიძემ მედიას დეტალურად გაუზიარა ინვესტირების ინსტრუმენტები, კანინით გათვალისწინებული პროცედურები და რისკიანობის პორტფელები რომლებიც 2023 წლის აგვისტოდან ამოქმედდება. ესაუბრა არსებული აქტივების კლასებზე და პორტფელის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა ფონდის მიზნებსა და ამოცანებზე.

მედია შეხვედრაზე ბიზნეს მედიის წარმომადგენლების მხრიდან დაისვა კითხვები, რომლებზეც გოგა მელიქიძემ ვიზუალური მასალის დეტალური აღწერით მიაწოდა ინფორმაცია. მსგავსს შეხვედრებს საპენსიო სააგენტო ინტენსიურად ატარებს და ამ გზით მოქალაქეთა ინფორმირებას ცდილობს. დაგეგმილია, არაერთი მსგავსი გაფართოებული შეხვედრა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის. ამ დრომდე განხორციელდა შეხვედრები ბიზნეს სექტორის და ექსპერტების ინფორმირებისთვის.

407