global distribution
გარე ავეჯი

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 65.56 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2.58 მილიარდი ლარით, ანუ 4.09%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. დეპოზიტების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 13.65% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 1.18 მილიარდი ლარით, ანუ 4.00%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები – 1.40 მილიარდი ლარით, ანუ 4.17%-ით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 50.76 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.48 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.94% შეადგინა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.25% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.66%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 79.73%, ხოლო ევროს წილმა 18.57% შეადგინა.

73