jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
„თიბისი ბანკი“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.
„თიბისის“ განმარტებით, რეგიონში პირველად, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ფაქტორინგის ლიმიტს ადგილობრივ ვალუტაში, რაც „თიბისის“ საშუალებას აძლევს, ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ტრანზაქციების დაფინანსებას და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ადგილობრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
მისივე ცნობით, ამასთან დაკავშირებით, 13 იანვარს პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა მარკ ბოუმენმა და „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მეგრელიშვილმა არსებული 58 მილიონ დოლარიანი ვაჭრობის დაფინანსების კონტრაქტის განახლებულ ვერსიას მოაწერეს ხელი.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, თბილისში და პირადად ვაფორმებ ამ ხელშეკრულებას ჩვენს მრავალწლიან პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტთან, „თიბისი ბანკთან“. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობით, ხელს ვუწყობთ საშინაო და საგარეო ვაჭრობის გაფართოებას საქართველოში”, -განაცხადა EBRD-ის ვიცე პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენმა.
„მოხარული ვარ, რომ „თიბისისა“ და EBRD-ს შორის მორიგი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერა საშუალებას გვაძლევს გავიმყაროთ საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით წამყვანი პოზიციები და განვაგრძოთ იმპორტისა და ექსპორტის საქმიანობებში ჩართული ბიზნესების ხელშეწყობა. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ს მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს მომავალში კიდევ მრავალი წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდება“,- განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი მეგრელიშვილმა.
„თიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, TFP მიზნად ისახავს საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობას EBRD-ის დაფარვის რეგიონებში.
„პროგრამა გვთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს ვაჭრობის გასაადვილებლად, მათ შორის, გარანტიებსა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ ფულად ავანსებს, რაც ხელს უწყობს არსებულ მეწარმეებს იმპორტისა და ექსპორტის ვაჭრობის გაზრდაში.
EBRD-მა დღეისათვის საქართველოში 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 280 პროექტის მეშვეობით, რომელთა 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორშია. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები მოიცავს ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
313