golden brand
ავერსი ნემო

 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe - BSCEE) ჯგუფის 2027 წლის თავმჯდომარე გახდა.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სებ-ის პრეზიდენტი ამ პოზიციაზე მიმდინარე წლის 27-30 მაისს მოლდოვაში გამართულ ჯგუფის 38-ე წლიურ კონფერენციაზე ერთხმად აირჩიეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული ბანკი მომავალ წელს BSCEE-ის 39-ე ყოველწლიურ კონფერენციას მესამედ უმასპინძლებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალ წელს BSCEE-ის 39-ე ყოველწლიურ კონფერენციას მესამედ უმასპინძლებს, რაც ორგანიზაციაში ქვეყნის აქტიურ ჩართულობაზე მეტყველებს.|

ორგანიზაციის მთავარი მიზანია წევრ ქვეყნებს შორის საბანკო ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილების გაზიარება და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა“ - წერია ინფორმაციაში.

ასევე ცნობილი ხდება, რომ BSCEE-ის თავმჯდომარის პოზიციას ნათია თურნავა ოფიციალურად 2026 წლის 16 დეკემბრიდან 2027 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში დაიკავებს.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი BSCEE-ში 2013 წლიდან გაწევრიანდა. ჯგუფი აერთიანებს 24 ქვეყნის - ავსტრიის, ჩეხეთის, ხორვატიის, თურქეთის, სომხეთის, უნგრეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ყაზახეთის და სხვა ქვეყნების - 25 საბანკო ზედამხედველობის ორგანოს.

BSCEE-ის წესების თანახმად, თავმჯდომარე ქვეყანა წევრი სახელმწიფოებიდან ყოველწლიურად როტაციის პრინციპით აირჩევა. საქართველო ამ პოზიციას ორჯერ - 2018 და 2022 წლებში იკავებდა.

104