ემანუელ მაკრონი ახალ პრემიერ-მინისტრს 48 საათში დანიშნავს, - ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თბილისის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის დანიშვნას მხარი დაუჭირა, რომელიც მანამდე საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებზე – ლოტი II (კმ21.5 – კმ25.5 მონაკვეთი) ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა, - ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ეს ადამიანები [ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი] არიან „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც სენატორების ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოში გერმანელი ინფლუესერების ტური გაიმართა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.
თურქმა არქეოლოგებმა არტანუჯის (გევჰერნიკის) ციხეში ქართველი მეფის, აშოტ I დიდის (კურაპალატი) სამარხი აღმოაჩინეს.
ვფიქრობ, რუსეთ - უკრაინის ომსაც დავასრულებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ღვინის საწარმოებს ყურძენი 17 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. რთველი კვლავ აქტიურ ფაზაშია.