საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ექსპორტი 12%-ით შემცირდა და ჯამში, დაახლოებით 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. თითქმის 16%-ით შემცირდა გასულ წელს იმპორტი და მისი მოცულობა დაახლოებით 8 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლების ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება იწყება.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
საქართველოს 4 მსხვილი კლინიკა - „ევექსი ჰოსპიტლები“, „ნიუ ჰოსპიტალსი“, „მედალფა“ და „ჯეოსპიტალსი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს სპეციალური წერილით მიმართავს.
დღეს, 11:00 საათზე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მოქმედი 13 ასოციაცია ერეკლე II-ის ქუჩაზე ჩაკეტილი რესტორნების ფონზე ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დარგთაშორისო ინიციატივას წარადგენს.
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.
მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. თქვენი პრეზიდენტობა აღუწერილი პატივია. გმადლობთ ამ არაჩვეულებრივი პრივილეგიისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსამშვიდობებელ მიმართვაში განაცხადა.
საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად მეორე ვადით (2022-2025 წწ) წარუდგინა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა იგეგმება.