დღეს ვიმყოფებით შიდა ქართლში, მოვინახულეთ მიმდინარე სამუშაოები - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ შიდა ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ადგილზე გაცნობისას.
საქართველოს გმირი, საერთაშორისო პარტნიორი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი კობახიძე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის სომელიეები სტუმრობდნენ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.4 პროცენტი შეადგინა.
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
2025 წელი მნიშვნელოვანი თარიღია ქართული ბიზნესისთვის. პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიალი „ოქროს ბრენდი“ თავის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ორი ათწლეულის მანძილზე „ოქროს ბრენდი“ იქცა არა მხოლოდ წარმატების სიმბოლოდ, არამედ სანდოობის ეტალონად.“ ოქროს ბრენდის” ცერემონიალი, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან ყოველ წელიწადს ტარდება, წელს 14 ივნისს გაიმართება. დაჯილდოვების შესახებ და ცერემონიის დეტალებზე საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესთაიმი“ კომპანია “გლობალ აიდის” დირექტორს და ოქროს ბრენდის ცერემონიალის ორგანიზატორს ნათია ჯინჭარაძეს ესაუბრა.
როგორ გაჩნდა „ოქროს ბრენდის“ იდეა 20 წლის წინ?
წარმოშობის იდეა იყო ძალიან მარტივი და გულწრფელი - ქართული ბიზნესის დაფასება. 2005 წელს ქართულ მედიასა და საზოგადოებაში ჯერ კიდევ იშვიათად ისმოდა სიტყვა „ბრენდი“. მაშინ, ჩვენ დავინახეთ პოტენციალი და საჭიროება, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ გამოავლენდა ლიდერებს, არამედ წარმოაჩენდა ბაზარს წარმატებული მაგალითებით.
გაიხსენეთ, როგორი იყო პირველი დაჯილდოების წელიწადი? რა გამოწვევები გახსენდებათ?
პირველი წელიწადი ენთუზიაზმით სავსე და რთული იყო. ყველაფერი ნულიდან უნდა დაგვეწყო - პროცედურები, პარტნიორები, ბრენდების ნდობა... რომ ვიხსენებ, ეს იყო ნამდვილი გამოცდა ქართულ რეალობაში. დღეს, უკვე „ოქროს ბრენდი“ არის პასუხისმგებლობა, სტანდარტი და მოტივატორი.
რას ნიშნავს თქვენთვის პირადად ეს ბრენდი და მისი 20-წლიანი ისტორია?
ეს არის ჩემი პროფესიული ცხოვრების მთავარი პროექტი და გულით შექმნილი საქმე. ის არის არა მხოლოდ პლატფორმა ბიზნესისთვის, არამედ ჩემი და ჩემი გუნდის ერთგულების სარკე. 20 წელი ნიშნავს პასუხისმგებლობას, ცვლილებებს, განვითარებას და, რაც მთავარია, ადამიანებს, ჩვენ პარტნიორებს, გამარჯვებულებს და იმ ხალხს, ვინც დღეს „ოქროს ბრენდს“ ენდობა.
როგორ შეიცვალა „ოქროს ბრენდის“ ფორმატი წლების განმავლობაში?
ფუნდამენტურად, საწყის ეტაპზე ეს იყო მხოლოდ დაჯილდოება, დღეს კი ეს არის კომუნიკაციის, ანალიტიკისა და ბრენდინგის პლატფორმა. დღეს ჩვენ ვქმნით კონტენტს, ვაკეთებთ კვლევებს, ვმართავთ ექსპერტულ ქსელს და ვნერგავთ ინოვაციებს კომუნიკაციაში.
რა გავლენა აქვს ამ დაჯილდოებას ქართულ ბიზნესზე?
„ოქროს ბრენდი“ აღიარებულია როგორც ყველაზე სანდო ბიზნეს ჯილდო ქვეყანაში. ეს არის ხარისხის მაჩვენებელი მომხმარებლისთვის და მოტივატორი კომპანიებისთვის. ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც ქართული ბრენდები აფასებენ ერთმანეთს და იზრდებიან კონკურენტულ გარემოში.
რომელი წელი ან დაჯილდოება გამორჩეულად დაგამახსოვრდათ?
2012 წელი იყო გარდამტეხი. მაშინ პირველად ვიგრძენით, რომ „ოქროს ბრენდი“ გახდა მასშტაბური მოვლენა. იმ წელს ცერემონიალს ესწრებოდა რეკორდული რაოდენობის ბიზნესი, მედია და დიპლომატიური კორპუსი. ეს იყო მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი შრომის ღირებულების.
რა იყო ყველაზე დიდი მიღწევა ამ 20 წლის განმავლობაში?
უდიდესი მიღწევაა ნდობა. როდესაც ბრენდს არ სჭირდება ახსნა. ხალხმა იცის, რომ „ოქროს ბრენდი“ ნიშნავს ხარისხს.
როგორ ყალიბდებიან გამარჯვებულები?
ჩვენ ვეყრდნობით მომხმარებლების კვლევას და დამოუკიდებელი ექსპერტების ქულებს, ეს არის ორ ეტაპად გაწერილი პროცესი, რომელიც გამჭვირვალეა და წლების განმავლობაში შენარჩუნებული სტანდარტებით მუშაობს.
როგორ იყენებენ გამარჯვებულები, ოქროს ბრენდის აღიარებას?
ბევრისთვის ეს გამორჩეული ნიშანია, რომელსაც ისინი სიამაყით ხაზს უსვამენ თავიანთ კომუნიკაციებში. პრესტიჟის გარდა, ეს ქმნის რეალურ ბიზნეს უპირატესობებს. მომხმარებელთა უფრო ძლიერ ლოიალობას, გაძლიერებულ სანდოობას და პროფესიულ წრეებში მეტ ხილვადობას. ოქროს ბრენდი არ არის მხოლოდ თაროზე შემოდებული ჯილდო; ის ბრენდებისთვის რეპუტაციის შემქმნელია.
როგორ ინარჩუნებთ პროცესის ობიექტურობასა და ნდობას?
სწორად განაწილებული პროცესით - ჩვენ არ ვართ არც შესარჩევი კომიტეტის წევრები და არც შიდა გადაწყვეტილებების მიმღები გუნდი. ჩვენი საქმეა, რომ შევქმნათ სტანდარტი და დავიცვათ პროცედურები. ამას უკვე 20 წელია ვაკეთებთ ერთნაირი პრინციპულობით.
ფიქრობთ თუ არა საერთაშორისო გაფართოებაზე?
დიახ და ამაზე უკვე ვმუშაობთ. ჩვენ გვაქვს საინტერესო საუბრები მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ ჩვენი გამოცდილება შეიძლება გახდეს ექსპორტირებადი ბრენდი.
რა გაძლევთ მოტივაციას ამ პროექტის გაგრძელებისთვის?
ადამიანების ემოცია, როცა სცენაზე დგანან. მათი მადლიერება, რომელიც გულწრფელია. და ის ფაქტი, რომ საქართველოში შეიძლება გქონდეს დიდი იდეა და ამ იდეამ იარსებოს წლების განმავლობაში.
რას ურჩევდით ახალგაზრდა მეწარმეებს, რომლებიც დღეს ქმნიან თავიანთ ბრენდებს?
იყავით გულწრფელი მომხმარებელთან. ბრენდი - ეს მხოლოდ ლოგო არ არის. ეს არის საქციელი, პასუხისმგებლობა და ღირებულება. თუ ეს გაქვთ სხვა ყველაფერი თანდათან მოვა.
რა გზავნილი გსურთ გაუგზავნოთ ქართულ ბიზნესს დღეს?
მეტი ერთიანობა, მეტი ხარისხი და მეტი პასუხისმგებლობა, მომხმარებელი იცვლება და ბიზნესმაც უნდა შეძლოს ამ ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება.
რას უსურვებთ თქვენს გუნდს, პარტნიორებსა და გამარჯვებულ ბრენდებს?
უპირობო მხარდაჭერა და სიამაყე. ისინი ქმნიან იმ რეალობას, რომელსაც დღეს „ოქროს ბრენდი“ ჰქვია.
და ბოლოს, ერთი სიტყვით როგორ აღწერდით ამ 20 წელს?
გულით.
აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განაცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
ევროკავშირმა დღეს სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვის რეგიონისთვის ახალი სტრატეგია წარადგინა.