„მწვანე ბარათი 2026“ შედეგების გადამოწმება უკვე შესაძლებელია - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო facebook-ის გვერდზე აქვეყნებს, სადაც დაინტერესებული პირებისთვის ინსტრუქციაა მოცემული.
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორს, იუჯინ ჟუკოვს შეხვდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში - 398 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 1250 შეადგინა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასატო კანდას შეხვდა. ფინანსთა მინისტრთან ერთად, შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღო მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის და ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხებზე იმსჯელეს.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავენ, - ინფორმაციას წარმომადგენელთა პალატა ავრცელებს.
ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, რისი დათმობაც სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთს მოუწევს, მთელი უკრაინის ანექსიაზე უარის თქმაა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ციხეების ფედერალურ ბიუროს დაავალა, აღადგინოს და ხელახლა გახსნას სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარე ალკატრასის ციხე „ამერიკის ყველაზე დაუნდობელი და ძალადობრივი დამნაშავეების“ განსათავსებლად, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.