სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 25 309.6 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება.
ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ დაბიში Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე წარდგა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები ინტენსიურად იწმინდება.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, „მსურველთა კოალიციის“ სამიტი, რომელზეც უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ, მომავალი კვირის ხუთშაბათს პარიზში გაიმართება.
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 29 კმ-ში, სომხეთთან იყო.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა „ერთა ლიგის“ „პლეი ოფის“ პირველი შეხვედრა სომხეთის ნაკრებთან გამარჯვებით დაასრულა.
ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.