შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანება ჯერ არ არის გამოცემული, - ამის შესახებ განცხადებას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
კონკურენტული გარემოს გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შედის.
ჯარიმები ჩვენი თვითმიზანი არ არის - ჯარიმას ვიყენებთ არა როგორც წნეხს, არამედ როგორც პრევენციას - ეს იქნება კარგი პრევენცია, რომელიც ამ მზარდი დარგის პროპორციულია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ბანკებისთვის ჯარიმების ზედა ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
2025 წლის იანვარში მშენებლობა დეკემბერთან შედარებით 3.2%-ით გაიაფდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.9%-ით გაძვირდა.
ჩვენს ირგვლივ სამყარო ელვის სისწრაფით იცვლება. გეოპოლიტიკური ძვრები არყევს ალიანსებს. - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, გასროლილი ე.წ. ბრმა ტყვია საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინაში შევარდა.
8 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 მარტს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი ჰაერის მასებით.
„ნერგები ევროპიდან“ მომხმარებელს შტამბოვანი ვარდის ნერგებს სთავაზობს.
ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს EU-ში შესვლა/გასვლის სისტემის - EES-ის დანერგვის განახლებულ ვადებს. ავტორიზაციის სისტემის ამოქმედება 2025 წლის ოქტომბრიდან ეტაპობრივად განხორციელდება.