ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია, საზოგადოებას წარვუდგინო ევროკავშირის პოზიცია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ყველაზე დაბალ დონეზეა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ უწყების სახელით სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი.
პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად კონკურსს აღარ გამოაცხადებს. პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში კონკურსის წესი უქმდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს ადგილობრივი ტურიზმის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
მარკეტინგულ კომპანიასთან „People PR” თანამშრომლობის მიზანი პოლონეთის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდის ხელშეწყობაა. ღვინის ეროვნული სააგენტო „People PR-თან“ 2022 წლიდან თანამშრომლობს.
საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გამო, მოსახლეობას თანადგომას უცხადებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 თებერვალს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ამის შესახებ აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.