2025 წლის ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინის ქირა 12%-ით გაიაფდა, - ამის შესახებ ირკვევა „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვიდან.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ხუდათიანს და სომხეთის დელეგაციას უმასპინძლა.
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ ამ ეტაპზე გამარჯვებული კომპანია ვერ გამოავლინა.
ამერიკული გამოცემა The Wine Palate-ი დასავლეთ საქართველოს ღვინოებზე სტატიას აქვეყნებს.
28, 29 და 30 ნოემბერი „საქკაბელში“ შავი პარასკევის დღეებია!
ოქტომბერში თბილისში გასაყიდი ბინის საშუალო ფასი წლიურად 4%-ით 1 347 დოლარამდე გაიზარდა.
ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს საქმიანობას.
2025 წლის 10 თვეში კომერციული ბანკები და მიკრობანკები 2.690 მლრდ ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, მსურს, გულწრფელი თანაგრძნობა გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ყველა სამშენებლო ობიექტზე მაქსიმალურად იყოს დაცული შრომისა და ადამიანების უსაფრთხოება“, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სოფელ წკერეში განაცხადა.
უახლოეს ხანებში ველოდებით, რომ ინფლაცია ჩამოვა ქვევით. შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ არ მოგვიწევს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა. პირიქით, არის მიჯნა, რომ 7%-მდე დავუახლოვებთ რეფინანსირების განაკვეთს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში განაცხადა.