2024-2025 სასწავლო წლებში საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში სტატუსი 9 024 მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა, ეს კი თითქმის 20%-ით ნაკლებია წინა სასწავლო წელთან შედარებით. 2023-2024 სასწავლო წელს სკოლაში სწავლა 11 264-მა მოსწავლემ მიატოვა.
საქსტატის მონაცემებით სტატუსშეჩერებული მოსწავლეების საერთო რიცხვი 7 067 იყო, შედარებისთვის, 2023-2024 სასწავლო წლებში ეს მაჩვენებელი 8 041-ს შეადგენდა.
რაც შეეხება სტატუსშეწყვეტილებს, მოსწავლის სტატუსი 2024-25 სასწავლო წელს ჯამში 1 957 მოსწავლეს შეუჩერდა, წინა სასწავლო წელს კი საქართველოში 3 223 სტატუსშეწყვეტილი მოსწავლე იყო.
საქსტატის ინფორმაციითვე, 2025 წელს საშუალო განათლება მიიღო 41.4 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.8 პროცენტით ნაკლებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დაწყებითი განათლება 55 ათასმა მოსწავლემ მიიღო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით ნაკლებია.