jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
37 წლის კობა ალხაზაშვილს კვლავ საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის სწრაფად პროგრესირებად ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის.
 
საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევებით კობას აგრესიული სიმსივნე ბრონხებსა და ფილტვზე დაუგინდა. მეტასტაზი წასულია თავის არეშიც. ქიმიო და სხივური თერაპიისა და საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელებისთვის მას დამატებითი თანხები ესაჭიროება.
 
საშიში დაავადების გააქტიურება პოსტკოვიდურ პერიოდს უკავშირდება. კობას ჯანმრთელობის მდგომარეობა სწორედ კორონავირუსის გადატანის შემდეგ დამძიმდა. საქართველოში რამდენიმეთვიანი უშედეგო მკურნალობისა და დიაგნოზის ვერ დადგენის შემდეგ, სიმსივნე მას თურქეთში ჩატარებული კვლევებით დაუდასტურდა.
 
კობა ალხაზაშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პრესსამსახურის თანამშრომელია. ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.
 
დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, თანხა გადარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე:
 
„საქართველოს ბანკი” - GE47BG0000000148263300. მიმღები იაკობ ალხაზაშვილი.
 
„თიბისი ბანკი“ - GE18თB7022745061100103. მიმღები გვანცა ციმინტია
1137