აბიტურიენტები დღეს უკვე მეორე გამოცდას, ამჯერად უცხო ენაში აბარებენ.
პროცესი საგამოცდო ცენტრები უკვე 1 საათია მიმდინარეობს. გამოცდა ორ სესიად ტარდება.
საგამოცდო პროცესის პარალელურად, ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორება იწყება.
წელს დამატებითი საგამოცდო სესიები ინიშნება იმ აბიტურიენტებისთვისაც, რომლებსაც COVID ინფექცია დაუდასტურდათ. ასეთი ამ ეტაპზე 80 ახალგაზრდაა. სწორედ ამ მიზეზით, ისინი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არ გამოცხადდნენ.