jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა სააკაშვილს ემუქრება, არის გულის გაჩერების რისკი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.
 
ნიკა გვარამიას თქმით, ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ წარმოადგენს კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრულ C კატეგორიის მულტიფუნქციურ კლინიკას და მასში არ არის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა.
 
„ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს არის გულის გაჩერების რისკი, შესაბამისად, ციხის საავადმყოფოში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე, კერძოდ ინტერვენციული კარდიოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ ციხის საავადმყოფოში სხვადასხვა პროფილის ექიმები არიან, ეს არ იძლევა შესაძლებლობას სხვადასხვა ტიპის მომსახურება გაკეთდეს. სააკაშვილის პრობლემები ძალიან დიდ სპექტრს ფარავს სამედიცინო მომსახურების საჭიროებებისა“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
875