jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციონერი ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტს სოციალურ ქსელში აფასებს.

მინისტრი აზიარებს ელისაშვილის ვიდეოს და აღნიშნავს, რომ „ელისაშვილი თავის დროზე უკრაინიდან რუსის ჯარს გამოექცა და საქართველოში შემოიძურწა“.

„ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი. ბიჯოო, ეს რა უქნა საკუთარ თავს? ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი. გავა ოცი წელი და როგორ შეხედავ ბაბუა ამ ვიდეოს შვილიშვილებთან ერთად, მაგასაც ვნახავთ. ისე, უკრაინაში წასული დიდი ბაქიბუქით, კი გამოექცა რუსის ჯარისკაცს და შემოიძურწა უკან. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი“, – წერს თეა წულუკიანი.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

256