global distribution
ავერსი გარე ავეჯი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოთხ ქალაქში - ამბროლაურში, გურჯაანში, ახალციხეში და კასპში (ვარჯაანის ტბის მიმდებარედ) ახალი პარკების პროექტირებაზე კონკურსები გამოაცხადა.

პროექტის მიზანია ქალაქებში შეიქმნას თანამედროვე სარეკრეაციო გარემო, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებასა და ტურისტული მიმზიდველობის ზრდას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, საბავშვო სათამაშო ზონების, სპორტული მოედნების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, დასასვენებელი სივრცეების, ღია სცენებისა და პავილიონების მოწყობა. ასევე მოეწყობა ავტოსადგომი, გარე განათების, სარწყავი, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.

პარკების სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. გათვალისწინებულია ეკო-მასალების გამოყენება, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვა და ბიომრავალფეროვნების დაცვა.

არქიტექტურულ კონკურსებში გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო კომისია, რის შემდეგაც მომზადდება დეტალური პროექტი და გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი.

კონკურსების შესახებ დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=6127

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=6126

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=6125

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=6125 

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

86