global distribution
ავერსი გარე ავეჯი
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ეს არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ, აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა.
 
„ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც მე-5 კვირაა, შიმშილობს, ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. მას სავარაუდოდ, დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი ცხოვრების უფლება და ჯანმრთელობის დაცვის უფლება. ეს არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკურ შურისძიებაა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
 
მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
 
სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
1071