gorgia
ავერსი legi

აზერბაიჯანის საერთაშორისო აეროპორტებში მესამე ქვეყნებში ფრენებისთვის სატრანზიტო ზონების შექმნა იგეგმება. ამის შესახებ „საჰაერო ტრანსპორტის სფეროში ფორმალობების გამარტივების წესებში“ წერია, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა დაამტკიცა.

ინფორმაციას Report ავრცელებს.

წესების თანახმად, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში სატრანზიტო ზონები შეიქმნება, რომ ეკიპაჟის წევრები, მგზავრები და მათი ბარგი, რომლებიც მესამე ქვეყანაში მიემგზავრებიან, აეროპორტში არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში სასაზღვრო კონტროლის პროცედურის გავლის ან ვიზის გარეშე დარჩნენ.

ამასთან, მიგრაციის კოდექსის შესაბამისად, ტრანზიტული მოგზაურობისთვის სატრანზიტო ვიზა არ იქნება საჭირო, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე მგზავრები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ უცხო ქვეყანაში, აზერბაიჯანის გავლით თვითმფრინავის შეცვლის გარეშე მიემგზავრებიან.

94