ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის ცნობით, შენობა იდენტური სახით იქნება აღდგენილი და შენობის ექსტერიერი სრულად შეინარჩუნებს ისტორიულ სახეს.
რაც შეეხება ვადებს, კახი კალაძის თქმით, სამუშაოების დასრულება დავალების მიცემიდან, 14 თვეშია დაგეგმილი.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, სამუშაოებს შპს „აბსოლუტპლუსი“ განახორციელებს. კომპანისთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების ღირებულებად 1 074 573 ლარია განსაზღვრული.