gorgia
ავერსი legi

1 დეკემბერს იერუსალიმის უწმიდესმა და უნეტარესმა, პატრიარქმა თეოფილოს III-მ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილს უმასპინძლა, მას თან ახლდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე სოფია ოტიაშვილი. ინფორმაციას იერუსალიმის საპატრიარქო ავრცელებს.

პატრიარქმა  აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის მინისტრის ვიზიტი მჭიდროდ უკავშირდება ღვთისმშობლის ეკლესიას, ვინაიდან ეკლესია წარმოადგენს „ღმერთის მიერ შექმნილ სავანეს“, განსაკუთრებით კი იერუსალიმში, სადაც იგი საუკუნეების განმავლობაში უწყვეტად არსებობდა და მოქმედებდა წმინდა მიწაზე, რათა დაცული და შენარჩუნებული ყოფილიყო იერუსალიმის ძველი ქალაქის სტატუს-კვო.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა უწმიდესს მიღებისთვის და სთხოვა მას საქართველოსთვის ლოცვა-კურთხევა.2025 12 01 01

პატრიარქმა დალოცა მინისტრი და საჩუქრად გადასცა ვერცხლით მოჭედილი იერუსალიმის ხატოვანი ფირფიტა, ხოლო მინისტრმა უწმიდესს ალაბასტრზე შესრულებული თაბაშირის დაფა გადასცა, რომელიც მისი სამშობლოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წმინდა მონასტერს ასახავს.

81