gorgia
ავერსი legi

საქართველო კანდიდატ ქვეყნად „მხოლოდ სახელით“ განიხილება, ბევრი მიზეზია ასეთი შეფასებისთვის, მაგრამ საქართველოს უარყოფითი ტრაექტორიისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი სოციალურ ქსელში წერს.

„სამწუხაროდ, საქართველომ გააგრძელა თავისი დრამატული დემოკრატიული უკუსვლა. რეალურად, საქართველომ მძიმე განაჩენი მიიღო ევროკომისიისგან, როგორც „ყველაზე ცუდი ანგარიში ოდესმე გაკეთებული კანდიდატ ქვეყანაზე”. ის კანდიდატ ქვეყნად „მხოლოდ სახელით” განიხილება.

ბევრი მიზეზია ასეთი შეფასებისთვის, მაგრამ საქართველოს უარყოფითი ტრაექტორიისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველ პარტიაზეა. ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა ქართველ ხალხთან თავისი სოლიდარობა და მათი ლეგიტიმური და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა,” - წერს მაკალისტერი.

65